წყლის დაბინძურება -გლობალური პრობლემა
|
|
საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირებულობა წყლის რესურსების ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ, ახსნა იმისა რომ წყლის რესურსებისადმი უყაირათო დამოკიდებულება ეკოლოგიური პრობლემის გადაუჭრელობას და ადამიანის ჯამრთელობის გაუარესებას გამოიწვევს
|
|
ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა წყლის რესურსების გამოყენება როგორცწარმოებასა და სოფლის მეურნეობაში ისე საყოფაცხოვრებო მომსახურეობაში რამაც საგრძნობლად შეამცირა მისი მარაგი და გააუარესა ხარისხი. აღნიშნულმა პრობლემამ მსოფლიო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო
| |
საზოგადოების პასუხისმგებლობის გაზრდა და მოსახლეობის ინფორმირება.
მოსწავლეს განუვითარდეს ანალიტიკური აძროვნება,მსჯელობის უნარი,საკუთარი თვალსაზრისის გადმოცემის,დასკვნების გამოტანის, ეკოლოგიური პასუხისმგებლობის,შემოქმედებისა და კვლევა-ძიების უნარი
|
|
15-16
|
|
ინფორმაციის მოპოვება ჩვენი რეგიონის წყლის რესურსებით უსრუნველყოფის გამოყენების და მასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ(საყოფაცხოვრებო ნარჩენების,შხამქიმიკატების გამოყენების,არამიზ ნობრივი რყვისა და სხვათა შესახებ) , ფოტომასალის შეგროვება, ნახატების გაკეთება, სოციოლოგიური გამოკითხვა, ფოტოკოლაჟის შექმნა,დასკვნების გაკეთება.
|
|
ფოტოაპარატი,ჟურნალ-გაზეთები,,ინტერნეტი, დამხმარე ლიტერატურა , სახატავი ფურცლები, ფერადი ფანქრები, საწერი კალამი, რვეული.
|
|
მოსწავლეები დაიყოფიან 4კაციან ჯგუფებად, რომლებსაც ეძლევათ შემდეგი სახის დავალებები:
ა)მოიძიებენ ინფორმაციას დაბა სიონის ტერიტორიაზე მოსახლეობა როგორ არის უზრუნველყოფილი სასმელი და სარწყავი წყლის რესურსებით
ბ)გამოკვეთონ ის საშიშროებები, რომლებიც ჩვენს რეგიონში საფრთხეს უქმნის წყლის რესურსების დაბინძურებას (მაგ. სასმელი წყლის მოწამლვა, მდინარეების საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურება) მოიძიონ შესაბამისი მასალა ინტერნეტში რათა ვიზუალური დათვალიერებით უფრო აღქმული იყოს შედეგი
გ)დასახონ ღონისძიებები, რაც მათი აზრით შეამცირებს წყლის დაბინძურებას, რომლებიც შესაბამისად მიეწოდება შესაბამის ორგანოებს
ე)ჯგუფის წევრები ამზადებენ საინფორმაციო ბუკლეტს და ახდენენ მოსახლეობის ინფორმირებას იმ მოსალოდნელ შედეგებზე რაც შექმნილ სიტუაციაშია მოსალოდნელი
ვ) მოსწავლეები ახდენენ თავიანთი ნამუშევრების გამოფენას სახელწოდებით-სუფთა წყალი ჯამრთელობის საწინდარია
ზ) შედეგების შეჯამება ხდება პრეზენტაციის სახით
ი) ერთობლივად ახდენენ აქციას წყლის სანაპირო ზოლის დასუფთავება
|
|
მოსწავლეს შეუძლია ბუნებრივი და ანთროპოგენური ხასიათის გლობალურ პრობლემებზე მსჯელობა
|
|
http://ninosimonishvili.blogspot.com
|
ნინო სიმონიშვილი
Saturday, April 22, 2017
პროექტი
Subscribe to:
Posts (Atom)
პროექტი
1.პროექტის სახელწოდება წყლის დაბინძურება -გლობალური პრობლემა 2. პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1-2 წინადადებით ...
-
1.პროექტის სახელწოდება წყლის დაბინძურება -გლობალური პრობლემა 2. პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1-2 წინადადებით ...